მოგესალმებით გუშინ გაიმართა ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩი რომელიც ჩვენი გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ჯგუფში გვაქვს 2 მოგება და 2 წაგება და ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოვიგებთ დიდი ანგარიშით. ბოლო მატჩი გვიწევს იკოსთან რომელმაც ყველა მატჩი წააგო დიდი ანგარიშებით და ჩვენც გვაქვს შანსი რომ მოვუგოთ დიდი ანგარიშით და გავიდესთ ჯგუფიდან, მაგრამ არის პრობლემა იკოსის გუნდი აღარ გამოდის ტურნირზე და ტურნირის წესებიდან გამომდინარე გვეწერება მოგება 3-0 რომელიც არ ყოფნის ჩვენ გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად და ჩვენ შევეცდებით რომ დავუკავშირდეთ იკოს და გვეთამაშნონ იმედია ასეც იქნება და გავალთ ჯგუფიდან.
მოგესალმებით შაბათს 28 აპრილს გაიმართება ტურნირის მეორე მატჩი სადაც ჩვენი გუნდი დაუპირისპირდება ხილიანს. ამ მატჩში გამარჯვება ძალიან გვჭირდება ყველანი მოდით სტადიონზე 6-ის ნახევარზე. მატჩი გაიმართება დელისის მეტროს მოპიდაპირე მხარეს აჭარაბეთის შენობის ხელმარცხნივ უბანში მდებარე სტადიონზე.
გაიმართა პირველი ტურის მატჩი ჩვენს საიტსა და მიუხენს შორის რომელიც ჩვენი დამარცხებით 3:5 დასრულდა. ძალიან დასანანი მატჩი წავაგეთ მთელი მატჩი ვიგებდით 3:1 მაგრამ ბოლოს 5-10 წუთში დაღლილობამ იჩინა თავი და ძალიან დასანანი გოლები გავუშვით დამატებული ამას 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლდა გუნდისთვის. არაუშავს იმედია მომდევნო მატჩში ყველაფერი წესრიგში იქნება და მოვიგებთ და იღბალი ჩვენსკენ იქნება!
მოგესალმებით, დღეს გაიმართება ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ჩვენი საიტის მონაწილეობით სადაც ჩვენი მეტოქე იქნება მიუხენ 1958-ს. მატჩი შედგება დელისის მეტროსთან მდებარე სტადიონზე. ყველანი ვიკრიბებით 6-ის ნახევარზე სტადიონზე, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს და ყველა ვეცადოთ, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან დროს გვერდში დავუდგეთ ჩვენს გუნდს და არ დავიზაროთ მოვიდეთ საგულშემატკივროდ ჩვენი გუნდის ძალიან დაეხმარება ეს გუნდს წარმატების მიღწევაში.
მოგესალმებით, მოგეხსენებათ ჩვენს საიტს ჰყავს საფეხბურთო გუნდი და ჩვენი საიტის გუნდი გამოდის ტურნირზე, უბნების პირველობაზე, სადაც სულ 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დაწვრილებით სრულიადში...