ავტორი: David Bero   9-11-2011, 00:22   ნანახია: 795 [ ]
  
წესები / Rules


მოგესალმებით საიტის წევრებო, გილოცავთ ჩვენი საიტის განახლებას და გალამაზებას. ეხლა კი დროა ერთად შევუდგეთ სამუშაოს განახლებული ძალებით. მანამდე კი გაგაცნობთ ახალ წესებს.


1) სურათის ზომა არ უნდა იყოს 400-400 პიქსელზე მეტი (გამონაკლისი შეიძლება შეთანხმდეს ადმინისტრაციასთან)
2) იკრძალება სიახლეში სურათის ციტატაში ჩასმა ანუ იგივე "quote" (საიტი ზედმეტად ყვითლდება)
3) იკრძალება სტატიების გამოქვეყნება, რომლებსაც არ ექნებათ მითითებული წყარო.
4) იკრძალება ჭორების დადება (ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებული გავლენიან გამოცემებში)
5) იკრძალება გაზეთიდან ან ჟურნალებიდან სტატიების ამოწერა.
6) იკრძალება ვიდეო ფაილის ორჯერ დადება (გამოიყენეთ ფუნქცია "ძებნა")
7) ვიდეო ფაილის აღწერა უნდა იყოს მაქსიმალურად აღწერილი. მაგ: ზომა, ფორმატი, ხანგრძლივობა და ა.შ.
8) სიახლეში იკრძალება სამ ფერზე მეტის გამოყენება.


აქვე გაცნობებთ, რომ მთავარ გვერდზე არ გამოქვეყნდება სურათები, ვოლფეიფერები.
ასევე იმ შემთხვევაში თუ დღეში დაიდო რამდენიმე ვიდეო გამოქვეყნება მაქსიმუმ ორი, ეს გაითვალისწინეთ.

მოგახსენებთ, რომ საიტზე მოსალოდნელია სტატუსების ცვლილება, საიტის ადმინისტრაცია აკვირდება ყველას და უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მანამდე კი მოგიწოდებთ აქტიურობისა და ხარისხიანი და ეფექტური მუშაობისკენ.

ასევე გეტყვით, რომ საიტზე დარჩა კიდევ ხარვეზები აღმოსაფხვრელი, შეგროვდა თანხა და გაკეთდა ახალი დიზაინი, თუმცა სრულყოფილი ფუნქციორებისათვის საჭიროა კიდევ სახსრები. ვთხოვთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი და საშუალება, რომ ფინანსურად ხელი გაუმართოს საიტს დაუკავშირდეს ნებისმიერ ადმინისტრატორს. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი წვლილი (რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს) დაუფასებელი არ დარჩება ...


საიტის მთავარი წესები იხილეთ >აქ<

===========================================